დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მლნ ლარია გათვალისწინებული
ავტორი:
2014/მარტი/09 13:30:03
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს შეხვდა და მათ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში პრობლემის მოგვარებისთვის განსაზღვრული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ესწრებოდა, სამუშიამ იმ კორპუსების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ 7 მარტს დაამტკიცა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.
"ბუნებრივია ეს პროცესი, რომელიც წელს დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება. თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავამ ამ ადამიანებისთვის განკუთვნილი თანხები ამოიღო, დღეს კი საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით ეს გაყინული პროცესი ადგილიდან დაძრა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება დაიწყოს", – განაცხადა სამუშიამ.
თავის მხრივ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც, მათი თქმით, ჯაბა სამუშია წლების განმავლობაში ეწეოდა მათი პრობლემის მოგვარებისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია