დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გრიგორი კარასინმა დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებზე განცხადება გააკეთა
ავტორი:
2014/აპრილი/16 16:30:02
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.
გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსი ოკუპანტების მიერ "ტვ 3" - ის გადამღები ჯგუფის დაკავების ფაქტზე.
"ვიცი ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან სამი ქართველი ჟურნალისტის შესახებ, რომლებმაც გაუფრთხილებლად გადაკვეთეს საზღვარი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხშირად სწორედ პრაღაში, ჩვენი შეხვედრების წინ ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილთან ერთად, რომელსაც უნდა ჩვენი ურთიერთობების დალაგება, არის მეორე ნაწილი, რომელსაც უნდა კონფრონტაცია, მტრობა, ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის გაღვივება", -განაცხადა კარასინმა.
ამასთან, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე განცხადება გაავრცელა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს.
"მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია