დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - არ გამიკვირდება, სააკაშვილს და მის გუნდს ნებისმიერი ფორმით ძველი გავლენის დაბრუნების მცდელობა ჰქონდეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 16:30:03
არ გამიკვირდება, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ნებისმიერი ფორმითა და მეთოდით ძველი გავლენის დაბრუნების მცდელობა ჰქონდეს , - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერის მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის გეგმის შესახებ.
დეპუტატის თქმით, ეს ვერ მოხდება, მაგრამ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, იყოს ფხიზლად.
"როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ინფორმაციაზე ყველაზე მეტი წვდომის შესაძლებლობა აქვს, ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობს, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ყველა ფორმითა და მეთოდით, ყველა ხერხით და საშუალებით, ქაოსური და პროვოკაციული სურათის შექმნით სურთ, დაიბრუნონ ძველი გავლენა და ძალაუფლება. ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია. როგორც ჩანს არსებობს ამ გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი – ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების კვალიფიკაციით", - აცხადებს ეკა ბესელია.
მისივე თქმით, შესაბამისმა უწყებებმა მაქსიმალური პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა ასეთი კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მიეცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ადგილი ქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია