დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე - საქართველო მზადა წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კომპონენტი
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dolidzetavdacvaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457305-viqtor-dolidze-saqarthvelo-mzada-tsvlili-sheitanos-natos-gadzlierebashi-shav-zghvaze-iqneba-es-sazghvao-sakhmeletho-thu-sahaero-komponenti.html", "headline": "ვიქტორ დოლიძე - საქართველო მზადა წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, ს...", "datePublished": "2017-10-12 16:52:19", "dateModified": "2017-10-12 16:52:19", "description": "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ბოლო პანელი ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dolidzetavdacvaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ბოლო პანელი ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ნატოს გაძლიერება შავი ზღვის აუზში რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პანელს მოდერატორობა აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია და სესია მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს კონტექსტში შავი ზღვის ირგვლივ არსებული გამოწვევების მიმოხილვით დაიწყო. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუმ კი, ნატოს მომავალ სამიტზე განხილვის ერთ-ერთ საკითხად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ნატოს ძალისხმევა დააანონსა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის აუზის გაძლიერებაში საქართველოს წვლილზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კომპონენტი.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა აშშ-ის ინტერესშია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია