დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატებს ხელფასი დაექვითებათ
ავტორი:
2014/აპრილი/16 13:00:02
პარლამენტის თავმჯდომარე იმ დეპუტატების ხელფასების დაქვითავს ითხოვს, რომელთაც მარტის თვეში არასაპატო მიზეზებით პლენარული სხდომები გააცდინეს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
დავით უსუფაშვილის თქმით, უნდა გამკაცრდეს ზომები გაცდენებთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია კომიტეტის თავმჯდომარეებმა აწარმოონ გარკვეული რეგულაცია კომიტეტის წევრების დასწრების საკითხზე.
,,მინდა ვთხოვო პარლამენტის საფინანსო სამსახურს, ასევე მანდატურებს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, დეპუტატების მიერ მარტის თვეში არასაპატიო მიზეზებით გაცდენა, პარლამენტის წევრების აპრილის თვის ხელფასზე აისახოს. გაირკვეს თუ რა მიზეზებით მოხდა გაცდენები და რამდენად საპატიოა ისინი", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია