დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაიოზ თალაკვაძის მტკიცებით, ახალი მეთოდოლოგიით სახელმწიფოსგან ბენეფიტის მიმღებთა რიცხვი გაიზრდება
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 22:00:02
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის მტკიცებით, ახალი მეთოდოლოგიით სახელმწიფოსგან ბენეფიტის მიმღებთა რიცხვი არა თუ შემცირდება, არამედ გაიზრდება.
"სოციალური მომსახურების სააგენტოს გათვლებით, ბენეფიტის მიმღებთა რაოდენობა, ჯამში, 850 ათასამდე გაიზრდება. ამ რაოდენობაში შედის ოჯახები, სადაც "იუნისეფის" რეკომენდაციის საფუძველზე ბავშვები დამატებით მიიღებენ 10 ლარიან დახმარებას. სტატისტიკურად, შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა შესაძლოა, მართლაც შემცირდეს, მაგრამ ამას ექნება 2 ობიექტური მიზეზი. ერთი, რომ ახალი მეთოდოლოგია გაანახევრებს პროგრამაში უსამართლოდ ჩართვის პრეცედენტებს (ანუ ვერ მოხვდებიან ოჯახები, რომელთაც რეალურად არ სჭირდებათ შემწეობა) და მეორე ფაქტორი: ოჯახებს აღარ ექნებათ ხელოვნური დაყოფის სურვილი (რაც ამ მეთოდოლოგიის პირობებში ძალიან ხშირია), რადგან ოჯახის თითოეული წევრი ერთსა და იმავე ბენეფიტს მიიღებს", - აცხადებს გაიოზ თალაკვაძე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, ამჟამად საარსებო შემწეობას 420 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. "მომავალში კი ამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 460 ათასამდე გაიზრდება. თუ ამ ბენეფიციარებს დავუმატებთ ბავშვზე დანიშნული დანამატის მიმღებთა რაოდენობას, ჯამში ბენეფიტს, როგორც უკვე ვახსენეთ, 850 ათასი პირი მიიღებს", - აღნიშნავს ის.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ვარაუდით, ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობამ შესაძლოა იკლოს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია