დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს კულტურული და იდენტური დაცულობა გარანტირებულია ევროპულ ოჯახთა სიაში
ავტორი:
2014/აპრილი/15 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკომენტს, რომელშიც საუბარია მცდარ ინფორმაციებზე , რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებით ვრცელდება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტის კომენტირებისას განუცხადა, ის ფიქრობს, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო. პრეზიდენტის თქმით, კონკრეტულად ამ სიას არ გაცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ იქ სწორი აქცენტები არის დასმული.
"ამასთან ერთად, მინდა გითხართ, რომ ევროპული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსობრივი ნაწილის, ბოლონიის პროცესის მონაწილე ვიყავი, როგორც განათლების მინისტრი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზ სფეროში, განათლებაში, ყველაზე მეტად თავს იჩენს ეროვნული ინტელექტი, ახალგაზრდა თაობასთან კონტაქტი. სწორედ ბოლონიის პროცესი არის მაგალითი იმისა, რამდენად იცავს ევროპა კულტურას. ბოლონიის პროცესი არის ერთდროულად უფრო მაღალხარისხიანი განათლება და ამავე დროს კონკრეტული საუნივერსიტეტო ტრადიციის შენარჩუნება. ეს მე გითხარით ერთი მაგალითი, რაც შეეხება განათლებას. ყველა სფეროში არის იგივე. საქართველოს კულტურული და იდენტური დაცულობა გარანტირებულია ევროპულ ოჯახთა სიაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის განმარტებითი ინფორმაცია ჩემი აზრით სასარგებლოა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია