დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა - ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რატომ დამკითხეს შაბათს, შუაღამეს საგამოძიებო სამსახურში
ავტორი:
2014/აპრილი/14 13:00:03
გიგი უგულავა საქართველოს პრემიერის განცხადებას მორატორიუმთან დაკავშირებით ფარისევლობად მიიჩნევს. როგორც გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, "დაგროვდა სამართლიანი კრიტიკა, რადგან წინსსაარჩევნო გარემო სრულ შიზოფრენიამდე მიდის".
"რა ვუყით საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და რომელთა კანდიდატურების დასახელებასაც ჩვენ ვაპირებდით არჩევნებზე", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, პრემიერის განცხადების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რატომ დაკითხეს შაბათს, შუაღამეს საგამიძიებო სამსახურში.
"დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რატომ დამსდევდნდნ ფურცლებით ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ზუგდიდსა და ბათუმში უწყების ჩასაბარებლად, რატომ დამიბარეს თბილისში დაკითხვაზე, როცა წინასასრჩევნო კამპანიისთვის ზუგდიდში უნდა ვყოფილიყავი. გასაგებია ისიც, რატომ დამკითხეს ღამით. ორშაბათამდე ბევრი რამ ჰქონდათ მისასწრები", - განცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების იმიტომაც არ სჯერა, რომ "მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია".
"არსებობს მთავარი კითხვა - რას უშვება ღარიბაშვილი მისი სიმამრისა და შს სამინისტროს ერთობლივ კვერცხოსნების პროექტს. აპირებს თუ არა ალაგმოს ეს თავნებობა და ვრცელდება თუ არა მათზეც ეს მორატორიუმი. უფრო მეტიც, როდესაც პრეზიდენტი გუშინ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოდიოდა, ღარიბაშვილის და მისი სიმამრის ტიტუშკები მეტეხის პლატოდან კვერცხებით იყვნენ ჩასაფრებული და სპეციალურ სამსახურებდს მოუწიათ მათი გაყვანა", - განაცხადა უგულვამ.
მისი თქმით, ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ მთავრობა არაკოორდინირებულად მუშაობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წისაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია