დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს, შეწყვიტოს ქვეყნის მოკავშირეებთან კონფრონტაციული დისკუსია
ავტორი:
2014/აგვისტო/08 17:00:02
როდესაც საქართველოს მთავრობა ვილნიუსში შალახოს ფონზე ზეიმობდა, მაშინ მანსპინძელი ლინას ლინკევიჩიუსი იყო, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცესების ავტორია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და საქართველოს მთავრობას მიმართა, შეწყვიტოს ქვეყნის მოკავშირეებთან კონფრონტაციული დისკუსია.
"ეს გახლავთ ჩვენ პატნიორებთან კონფრონტაციის კიდევ ერთი საშიში მიმართულება, როდესაც ბოლო დღეების მანძილზე ვისმენთ, რომ თურმე მნიშვნელოვანი არ არის, რა განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები. მინდა, ყველას შევახსენო, რომ როდესაც ვილნიუსში მთავრობა შალახოს ფონზე ზეიმობდა, იქ მანსპინძელი ლინას ლინკევიჩიუსი იყო – ერთ-ერთი მათგანი, ვინც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შერჩევითი მართლმსაჯულება შეეწყვიტა. მინდა, მთავრობას შევახსენო, რომ როცა ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ზეიმობდა და ეს მართალც უდიდესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ პროექტის ავტორი, არქიტექტორი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტია. თუ ჩვენ დავუპირისპირდებით ისეთ ადამიანებს, როგორიც არიან ლინას ლინკევიჩიუსი, კარლ ბილდტი, მაკკეინი და სხვები, ეს ნიშნავს, რომ ვუპირისპირდებით მთავარ მოკავშირეებს, ვინც აქამდე მოიყვანა საქართველო, ვინც აქამდე იცავდა საქართველოს თავისუფლებას, ვინც აქამდე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაფერს აკეთებდა ევროპული ინტეგრაციისათვის. თუ ჩვენ ასეთ ადამიანებს დავუპირისპირდებით და ვეტყვით, რომ მათი აზრი არ გვაინტერესებს და უკეთ ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, შედეგი იქნება ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მძიმე – შედეგი იქნება ის, რომ ეს ადამიანები საქართველოს მხადარდაჭერას შეწყვეტენ და არც ჩვენს ევროპულ მომავალს, არც ჩვენს ხვალიდნელ უსაფრთხოებასა და ქვეყნის განმთლიანებას სამომავლო პერპექტივა არა აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, კარლ ბილდტისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას კრიტიკულ მოსაზარებებს საქართველოს პრემიერი დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბილდტი და ლინკევიჩიუსი სააკაშვილის მგობართა კლუბის წევრები არიან. ამ განცხადებას ბილდტმა "ტვიტერზე" უპასუხა. "თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "ტვიტერზე".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია