დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლების ქმედებები სტაბილურობას უქმნის საფრთხეს
ავტორი:
2014/აპრილი/11 13:00:02
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან, ზეწოლის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
როგორც წიკლაურმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ, საქართველოს 5 ქალაქში, "ქართული ოცნების" მხრიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ორგანიზებულმა თავდასხმებმა ყველასათვის ცხადი გახადა, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი არ აქვს სათქმელი საკუთარი ამომრჩევლისათვის.
"ქართულ ოცნებას" არაფერი არ აქვს სათქმელი საკუთარი ამომრჩევლისათვის, გარდა საკუთარი პარტიული აქტივისტების მობილიზებისა და მათი შეიარაღებისა სასტვენებით, ცოცხებით და კვერცხებით. "ქართული ოცნების" სიტყვა და საქმე, დაპირებული და შესრულებული, კატასტროფულად დასცილდა დღეს ერთმანეთს, ხოლო ხელისუფლების განცხადებები და რაც მთავარია ქმედებები უკვე სამოქალაქო მშვიდობას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ამ ვითარებაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჩვენი კამპანიის მოწოდება არის, "ერთად ავამუშაოთ გაჩერებული საქართველო!", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია