დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი – ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მიგვეღო ერთპარტიული კონსტიტუცია, რაც ძალიან სამწუხაროა
ავტორი:
2017/სექტემბერი/26 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nanuashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454285-ucha-nanuashvili--yvelaferi-gakethda-imisthvis-rom-migvegho-erthpartiuli-konstitucia-rac-dzalian-samtsukharoa.html", "headline": "უჩა ნანუაშვილი – ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მიგვეღო ერთპარტიული კონსტიტუცია, რაც ძალიან სამწუხაროა", "datePublished": "2017-09-26 07:27:09", "dateModified": "2017-09-26 07:27:09", "description": "ალბათ, ისეთ კონსტიტუციას მიიღებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი ცვლილება კვლავ დგება დღის წესრიგში, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nanuashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ალბათ, ისეთ კონსტიტუციას მიიღებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი ცვლილება კვლავ დგება დღის წესრიგში, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მესამე მოსმენით მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა დღეს გეგმავს.

”ალბათ, ისეთივე კონსტიტუცია იქნება, როგორიც აქამდე; ერთი პარტიის მხარდაჭერით მიღებული კონსტიტუცია იყო, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ დგება დღის წესრიგში კონსტიტუციის შეცვლის საკითხი. როცა ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეიცვლება, ასეთი ფორმით, ფორსირებულ რეჟიმში მიღებული კონსტიტუციაც ვერ გაექცევა ცვლილებებს და ეს არის ძალიან სამწუხარო. იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო კონსენსუსი მთელ რიგ საკითხებში და შედგენილიყო დოკუმენტი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს გაითვალისწინებდა, სამწუხაროდ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მიგვეღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს არის ძალიან სამწუხარო”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იგივე მოსაზრება აქვს ომბუდსმენს კონსტიტუციაში ჩაწერილ სახალხო დამცველის შესახებ მუხლზე, რომელიც მისი თქმით, ”ამ ცვლილებებში მოყვა”.
”იგივე შეიძლება ითქვას სახალხო დამცველის შესახებ მუხლზე, რომელიც მოყვა ზოგადად ამ ცვლილებებში და დღემდე კვლავ ვერ მივიღეთ კონკრეტული და არგუმენტირებული პასუხი, თუ რა აუცილებლობა იყო სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერის შეცვლის. ამ მუხლიდან უკვე გაქრა ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს მანდატს, რომლითაც სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და მიმართოს შესაბამის უწყებებს. ეს ჩანაწერი ამ ვერსიიდან საერთოდ გაქრა. ისევე, როგორც დამატებით ჩნდება ჩანაწერი ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით. გარკვეული შეზღუდვები ჩნდება არჩევასთან დაკავშირებით მაშინ, როცა მსგავსი შეზღუდვა არც ერთ თანამდებობის პირზე არ არსებობს ქვეყანაში. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მთლიანად პროცესი, რომელიც ჩართული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე წარიმართა, ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია