დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დეპუტატს, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას არ გაივლის, ხელფასი დაექვითება
ავტორი:
2018/მარტი/19 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483807-deputats-romelic-plenarul-skhdomaze-registracias-ar-gaivlis-khelfasi-daeqvitheba.html", "headline": "დეპუტატს, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას არ გაივლის, ხელფასი დაექვითება", "datePublished": "2018-03-19 14:13:03", "dateModified": "2018-03-19 14:13:03", "description": "პარლამენტის წევრს პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის წევრს პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასეთი ქმედება მისთვის ხელფასის დაქვითვას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებება პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% დაუკავდება, მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-სა.

აღნიშნული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის მიერ საპატიო და არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევებს არ შეეხება.

ამასთან, პარლამენტის წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ, თამარ ჩუგოშვილმა და გიორგი კახიანმა წარუდგინეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია