დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია - 2013 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
ავტორი:
2014/აპრილი/11 12:00:02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც ნარმანიამ მისი უწყების მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული სამუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.
"2013 წლის განმავლობაში თითქმის 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით, როგორ გზების მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით - 160 კილომეტრზე მეტი მეორადი კატეგორიის გზა გაკეთდა. სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუშაობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, თუმცა 2014 წელს ეს სამუშაოები უფრო ინტენსიური იქნება _ ჩვენ 7 სხვადახვა მონაკვეთზე ვაწარმოებთ მას", - განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის შეფასებით, მისი მმართველობის პირობებში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა წყალმომარაგების სამუშაოები.
"მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში ძალიან ინტენსიურად დავიწყეთ წყალმომარაგების სამუშაოები რეგიონებში. ჩვენ უკვე ყველა საპროექტო დოკუმენტაცია დავასრულეთ და 2014 წელს 28-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ძალიან მსხვილი და მასშტაბური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასევე მყარი ნარჩენების მართვის კუთხითაც საქართველოში პირველად სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და ამ წლის გაზაფხულზე მოწესრიგდა 9 ერთეული რეგიონული ნაგავსაყრელი, ხოლო 11 ერთეულის მოწესრიგება 2014 წელსაა დაგეგმილი. ძალიან ბევრი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ადმინისტრირების ფარგლებში 200 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები იქნა დაფინანსებული გასულ წელს", - აღნიშნა მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია