დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი
ავტორი:
2014/ოქტომბერი/13 09:30:02
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა, იკითხონ წიგნები და აწარმოონ უბის წიგნაკი, სადაც მთავარ აზრებს ჩაიწერენ.
როგორც პატრიარმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წიგნის კითხვით ჩვენ ვიმატებთ მწუხარებას, რადგან უფრო მეტი გვესმის, თუმცა ამ მწუხარებას არ უნდა შევუშინდეთ, ვინაიდან იგი სიხარულით შეიცვლება.
"თქვენ იცით, რომ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ წიგნის კითხვას. ჩვენი მეფეები ომში რომ მიდიოდნენ, აუცილებლად მიჰქონდათ "დავითნი" და წიგნები და კითხულობდნენ თავისუფალ დროს. დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში არის ახალგაზრდების შეხვედრა, რომელსაც განათლების სამინისტროდან დაესწრებიან. გვექნება საუბარი, თუ რა მოიტანა წიგნის კითხვამ, წიგნი არა მარტო უნდა წაიკითხოს ადამიანმა, უნდა გაიაზროს. წიგნს როცა კითხულობს, ადამიანს თან უნდა ჰქონდეს უბის წიგნაკი და მთავარ აზრებს იწერდეს. აი, ეს ლოცვა-კურთხევა გეძლევათ თქვენ, ყველას, მთელ საქართველოს, რომ იკითხოთ წიგნები. თქვენ თვითონ უნდა აარჩიოთ, უპირველეს ყოვლისა, ბიბლია, რომელიც უპირველესი წიგნია, ასევე საღვთისმეტყველო წიგნები, ფილოსოფიური წიგნები, ფსიქოლოგია, მხატვრული ლიტერატურა, ისტორია და ეს მოგცემთ თქვენ დიდ ძალას, თქვენ გაიგებთ, რამდენად რთულია ეს ცხოვრება. ბრძენი სოლომონი ამბობს, რომ ცოდნის გამრავლებით შენ იმრავლებ მწუხარებას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმრავლებთ ამით მწუხარებას, იმიტომ, რომ ადამიანს უფრო მეტი ესმის, გრძნობს, სად არის შავი და თეთრი, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამიტომ თქვა სოლომონმა, რომ ცოდნის გამრავლებით შენ იმრავლებ მწუხარებას, და ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ მწუხარებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
წირვის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე მღვდელმსახური დააჯილდოვა, ასევე, რამდენიმე გვარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი დალოცა. ქადაგების შემდეგ კი მისმა უწმინდესობამ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლა, სადაც სასკოლო კონკურსის "წიგნის მეგობრები-2014" პრეზენტაცია გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია