დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ექსპო ჯორჯიაში" დღეს მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნება
ავტორი:
2014/აპრილი/11 09:30:02
"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენისა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-3 საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები.
გამოფენაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობენ უცხოური კომპანიები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ორგანიზაცია – ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია