დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი შიხიაშვილი ქუთაისში ვეტერანებს შეხვდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 10:30:01
ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრას იწყებს.
პირველი შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისში ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება, სადაც ხელმძღვანელი ვეტერანებს სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ პროექტებს გააცნობს.
ვეტერანებს ექნებათ საშუალება ირაკლი შიხიაშვილს პირადად დაუსვან კითხვები, თავიანთი შენიშვნები და თხოვნები გაუზიარონ. შეხვედრაზე ვეტერანებს ასევე დაურიგდებათ კითხვარები, სადაც ისინი ვრცლად გააცნობენ საკუთარ მდგომარეობას ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს.
ირაკლი შიხიაშვილის შემდეგი ვიზიტი სამეგრელოში იგეგმება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია