დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ავტორი:
2014/აპრილი/10 15:30:02
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მეუღლის, მანანა ზარიძის ხელმძღვანელობით, საელჩოს შენობაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა , დევიზით: - "გადარჩეს თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლე".
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთები. საქვემოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვადასხვა ნორვეგიული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართული დიასპორა.
საქველმოქმედო ღონისძებიდან შემოსული თანხა საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების (დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი) ფონდში გადაირიცხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია