დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - პატივცემულო მთავრობის წევრებო, შეზღუდეთ თქვენი მადა
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 17:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453103-nino-burjanadze-pativcemulo-mthavrobis-tsevrebo-shezghudeth-thqveni-mada.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - პატივცემულო მთავრობის წევრებო, შეზღუდეთ თქვენი მადა", "datePublished": "2017-09-19 13:01:33", "dateModified": "2017-09-19 13:01:33", "description": "კიდევ ერთხელ, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, არც ეს არჩევნები იქნება სამართლიანი, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/aace9d609dddbb98a180f70567ae218b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კიდევ ერთხელ, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, არც ეს არჩევნები იქნება სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი, რაც კიდევ ერთი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებს, - ასე შეაფასა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

”უკვე გამოქვეყნდა ციფრები სადაც ჩანს, რომ ”ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით მიიღო 4 მილიონი ლარი, საიდანაც 2 მილიონი რეკლამაში დახარჯა. ამის საპირწონედ ყველა სხვა დანარჩენი პარტიის გრაფაში, გარდა ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული და „ქართული ოცნების“ სატელიტი „ევროპული საქართველოსა“, პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი ძალიან კარგად აჩვენებს, თუ როგორ თავისუფალ და თანასწორ არჩევნებს ვიხილავთ ოქტომბერში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, მას არ აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებამ პირადად მისი პარტია დააფინასოს და ეს არაკორექტულიც იქნება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები, თუ როგორ გვარდება ეს პრობლემა დემოკრატიული ქვეყნებში.
”აშშ-ის და ევროპის მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში პირდაპირ პროცენტულად არის გაწერილი, თუ რა სხვაობა შეიძლება იყოს სახელისუფლებო და სხვა პარტიების დაფინანსებაში. ასე რომ, პატივცემულო მთავრობის წევრებო, შეზღუდეთ თქვენი მადა, თქვენ ხომ გვეუბნებით, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებთ?! თქვენთვის ხომ ამერიკული მაგალითები ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა?! მაშინ იმოქმედეთ ისე, როგორც მოქმედებენ დემოკრატიულ ქვეყნებში. რათა წინასაარჩევნოდ მინიმალურ თანასწორობაზე მაინც იყოს საუბარი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქართველი ბიზნესმენები ჯობია მოიქცნენ ისე, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ყოველთვის არ მოუწიოთ იმ პარტიის დაფინანსება, რომელიც ხელისუფლებაშია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია