დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობის სხდომაზე თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის დაწყების საკითხი დამტკიცდა
ავტორი:
2014/აპრილი/10 14:30:02
მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორი საკითხი დამტკიცდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ეხება სვანეთში თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის დაწყებას, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
"იქ ჩვენი მხრიდან უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში დაიწყება სამშენებლო საზედამხედველო სამუშაოები. ის მოწყობილობა, რაც ჩვენ მივიღეთ საფრანგეთიდან, არის დასაწყობებული. გარდა ამისა, წელს ველოდებით რამდენიმე ათეულ კონტეინერს. პროექტის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, მინისტრის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტების დაფინანსების გამოყოფის საკითხი. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა წარმოადგინეს, იყო განხილული სამინისტროსთან არსებულ კომისიაში და 81 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.
"ჯამში, დღეის მდგომარეობით სულ 140 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრქტურული პროექტებია დაფინანსებული. მათ შორის გვაქვს გარდამავალი პროექტები, რომლის მშენებლობების პროცესი გრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია