დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
ავტორი:
2018/თებერვალი/19 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/enshimaxaroblishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479125-luqsemburgis-didi-sahercogos-akhlad-danishnulma-elchma-sagareo-saqmetha-ministris-moadgiles-rtsmunebatha-sigelebis-asli-gadasca.html", "headline": "ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა ს...", "datePublished": "2018-02-19 16:51:02", "dateModified": "2018-02-19 16:51:02", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/enshimaxaroblishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ფლორენც ენშმა - (რეზიდენციით ლუქსემბურგი).

საგარეო უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის შემდეგ შედგა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ელჩთან. ვახტანგ მახარობლიშვილმა ლუქსემბურგელ დიპლომატს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა 20 თებერვალს მინისტრ ჟან ასელბორნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. ახლადდანიშნულმა ელჩმა დაადასტურა ლუქსემბურგის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფლორენც ენშს ლუქსემბურგის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზაობა არსებული თანამშრომლობის სამომავლოდ განვითარებასა და გაღრმავებაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია