დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გასწიეს
ავტორი:
2014/აპრილი/09 11:30:02
თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. მან დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, 25 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ.
"ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული, მაგრამ ღირს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989 წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ცოტა ხნის წინ შეამკო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია