დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - სოკოებივით მრავლდება არასამთავრობოები, რომლებიც დიდი ეჭვი მაქვს, ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან ფინანსდებიან
ავტორი:
2014/აპრილი/08 22:30:02
მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ დაუშვებს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა .
მისი თქმით, საქართველოში "სოკოებივით მომრავლდა" არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის "გაპრავებას" ცდილობენ.
"ამ ძალიან მგრძნობიარე და რთულ ეტაპზე, ჩვენ ვაკონტროლებთ რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე. ძალიან შეურაცხმყოფელია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის, რომ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ისმის განცხადებები, რომელსაც აქვს ამორალური ხასიათი, რომელიც ეხება რუსეთის პოლიტიკის "გაპრავებას". მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ დაუშვებს. 2008 წელს 169 სამხედრო შეწირა ქვეყანამ ქვეყნის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს და ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოდის და ამორალურ განცხადებებს აკეთებს და პრაქტიკულად ძირს უთხრის ყველაზე ძლიერს, ჯარს, შემაშფოთებელია", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო სთხოვს ყველა მოქალაქეს, ძალიან წინდახედულად და პატრიოტული გრძნობით შეხედოს, თუ რა ხდება საქართველოში.
"სოკოებივით მრავლდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ფინანსდებიან ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან და ეს არის დაუშვებელი. საქართველოს სახელმწიფო არ დაუშვებს ასეთი მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია