დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უკანონო მიყურადებასა და ფარული ჩანაწერების გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება
ავტორი:
2014/აპრილი/08 15:30:18
უკანონო მიყურადებასთან და ფარული ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული სანქციები მკაცრდება.
ცვლილებები კოდექსის 157-ე (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა), 158-ე (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) და 159-ე (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) მუხლებში შედის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. აღნიშნულ დანაშაულებზე სასჯელის ზომა იზრდება.
157-ე მუხლში, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე აწესებს სანქციას, "პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის" და "პერსონალური მონაცემების" გათვალისწინება ხდება. შსს-ს მიერ შეთავაზებული 157-ე მუხლის ახალი ფორმულირება არეალს აფართოებს და ქმნის შესაძლებლობას, პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები, რომლებსაც კოდექსის მოქმედი რედაქცია არ მოიცავს. გარდა ამისა, მკაცრდება მოცემული მუხლით გათვალისწინებული სანქციები. კერძოდ, დღეს 157-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით. პარლამენტში წარდგენილი პროექტით გასაწორებელი სამუშაოს ვადა – 2 წლამდე, ხოლო თავისუფლების აღკვეთის ვადა 3-წლამდე იზრდება.
პასუხისმგებლობა თავისუფლების 4-წლამდე ვადით აღკვეთით მძიმდება 157-ე მუხლის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც, რაც თავის მხრივ პასუხიმგებლობას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს მასობრივი მაუწყებლობით, ან საჯარო გამოსვლისას გავრცელებაზე აწესებს.
სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად განისაზღვრება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიტერული მონაცემების უკანონოდ შენახვა - მათი უკანონო გამოყენების, გავრცელების მიზნით. კანონპროექტით გამკაცრებულია საქციებიც – გაზრდილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ვადები.
პასუხისმგებლობა მკაცრდება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან შეტყობინების საიდუმლოების დარღვევაზე. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით მთლიანად გადაიხედა სსკ-ის შესაბამისი - 159-ე მუხლი.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია