დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს რეინჰარდ ტოდტის შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ავსტრიის მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ავსტრიისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის საქმიანობას თბილისში, რომელიც ოფიციალურად 2013 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავსტრიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე ავსტრიულმა მხარემ აღნიშნა ვილნიუსის "აღმოსვლეთ პარტნიორობის" სამიტის ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის.
ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დადასტურდა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის მზაობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.
ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მისი მხარდაჭერა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია