დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/07 19:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე და მისი ხელშეწყობის გზებზე ისაუბრეს.
"ეს ჩემი მეორე შეხვედრა იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველად ჩვენ მადრიდში, რამდენიმე კვირის წინ შევხვდით. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ეკიდება მინისტრი საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხს და კავშირს ტურიზმსა და დიპლომატიურ სამსახურს შორის. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება დიპლომატიური მისიები იყვნენ უფრო ეფექტიანები საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის პროცესში. ჩვენ შევეხეთ ბევრ საკითხს ამ მიმართულებით - თუ როგორ შეიძლება გაიოლდეს მოგზაურობა საქართველოში და როგორ გავხადოთ ამ მხრივ საქართველო უფრო მეტად ცნობადი. ვისაუბრეთ ორმხრივი და რეგიონალური ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ტურიზმის განვითარების სექტორში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ტალებ რიფაიმ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია