დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი
ავტორი:
2018/მაისი/23 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494670-mamuka-mdinaradze-imedi-maqvs-strasburgis-sasamarthlos-pasukhi-iqneba-adekvaturi-da-samarthliani.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი", "datePublished": "2018-05-23 12:10:04", "dateModified": "2018-05-23 12:10:04", "description": "იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყანას და იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩადიან დანაშაულს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სასამართლოს პასუხი, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და სამართლიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.
"მოდი ჯერ ნუ ვისაუბრებთ ამაზე. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ მეორე მხარეს, რომელსაც შესაძლებელია სანქციები დაეკისროს, არის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და იმ ტერიტორიებზე, იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არ არის რუსეთის, იქაც ძალიან ჭირს ხოლმე გადაწყვეტილების აღსრულება და იქაც მსგავსი პრობლემებია. ამიტომ ჯერ დაველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად ობიექტურობის ფარგლებში, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიდეს და შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია