დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძე - არასოდეს მივიღებთ არანაირ შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობას
ავტორი:
2014/აპრილი/07 12:00:07
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი არასოდეს მიიღებენ მონაწილეობას შეიარაღებულ პროცესებში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"ნათელია, რომ ძალიან არასერიოზული განცხადებაა, თუ სადმე რაიმე უკანონობა ხდება, მათ უნდა მიხედონ ამ უკანონობას და არა პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებდნენ და ჩვენი პარტიის აქტივისტებს. მე პირადად, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, არასოდეს მივიღებ არანაირ შეიარაღებულ პროცესებში მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ და არც ერთი ხელისუფლებისთვის არ ღირს ბრძოლა შეიარაღებული და კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით. ამას ვამბობდით, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და ვამბობთ დღესაც", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია