დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/აპრილი/05 20:30:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 6-8 აპრილს, ვილნიუსში, ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
დავით უსუფაშვილი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაში. დავით უსუფაშვილთან ერთად მასმედიის შეკითხვებს მოლდოვის, ლატვიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და ლიტვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები უპასუხებენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს პოლონეთის სეიმის მარშალ ევა კოპაჩთან და პოლონეთის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩთან, იტალიის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან და იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლაურა ბოლდრინისთან, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვთან, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ანუშკა ვანმილტენბურგთან და ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარე ანკი ბროკერს-ნოლთან, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე აიშენურბაჰ ჩეკაპილთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესთან გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია