დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 13:30:02
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოში ამჟამად 21 წევრია და წევრთა რაოდენობა 12-მდე შემცირდება. მისივე თქმით, წევრების შემცირება გამოიწვია იმან, რომ მოხდეს პოლიტსაბჭოს საქმიანობის ხარისხობრივი ამაღლება.
"კონკრეტულ პიროვნებებთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოსვლას გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შემცირებულიყო პოლისტაბჭოს წევრთა რაოდენობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკი საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ განიხილება და ამ თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილს შეცვლის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1224
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია