დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინათინ ხიდაშელი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2014/აპრილი/05 17:30:03
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატი ამჯერად ევროპის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულების საკითხი დეტალურად განიხილა. გერმანელმა დეპუტატებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა დაადასტურეს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა განათლების კომიტეტის წევრებთანაც გამართა შეხვედრა, სადაც გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, ორმაგი განათლების გერმანული მოდელის საქართველოში დანერგვასა და ქართველი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიების პროგრამაზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის წევრებმა საქართველოს ამ პროექტებში ინტეგრაციისთვის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
მომავალი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა გერმანიის დელეგაციასთან გამართა შეხვედრები, სადაც უკრაინის კრიზისზე, რუსეთის მომავალზე ევროპის საბჭოში და საქართველოსა და გერმანიის საპარლამენტო დელეგაციების პოზიციებზე ისაუბრეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია