დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტმა სახელმწიფო სტატუსი მიიღო
ავტორი:
2014/აპრილი/04 13:00:03
სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
"სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში რეორგანიზაცია მოხდა. დაიმატა მესამე საფეხური - დოქტურანტურა და გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მან მოახერხა მთელი წლის შრომატევადი სამუშაოს შესრულების შემდეგ, რომელშიც აქტიურად ეხმარებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენ მივესალმებით, წარმატებას ვუსურვებთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ.
მისივე განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს წლევანდელი წლიდან შეუძლია, 17 უფასო მიმართულება აამოქმედოს.
"ეს ნიშნავს, რომ წელს უკვე სამცხე-ჯავახეთს შეეძლება 17 უფასო მიმართულება აამოქმედოს, რომელიც ჩვენ გვაქვს და სტუდენტები მიიღოს ამ უფასო მიმართულებაზე. ჩვენი შემდეგი მიზანია, დავეხმაროთ ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს, რომ ასევე მიაღწიოს მსგავს წარმატებას. იგეგმება ამ ორი სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურული დახმარება, რომ მოწესრიგდეს სტუდენტთა საცხოვრებელი, უშუალოდ სასწავლო კორპუსში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია