დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს შვიდ რეგიონში სატყეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/06 15:30:02
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, საქართველოს შვიდ რეგიონში სატყეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს, შეხვედრაზე განიხილებოდა, თუ რა ვალდებულებები აიღო საქართველოს მთავრობამ ეროვნული სატყეო კონცეფციის მიღებით, რა ღონისძიებები ხორციელდება ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, როგორია სახელმწიფოს მზაობა მომავალი ზამთრისთვის მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფაზე და რა მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში შეშის მოხმარების მასშტაბი შემცირდეს.
გასულ კვირას შეხვედრები ჩატარდა ამბროლაურში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხვალ სემინარი ახალციხეში ჩატარდება, ხუთშაბათს კი – დუშეთსა და ბოლნისში. შეხვედრის ჩატარება ასევე დაგეგმილია კახეთის რეგიონში.
შეხვედრების მიზანი დარგში მიმდინარე პროცესებში ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოების ჩართვაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგიონებში შექმნილი ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივების (OECI) განვითარებაც, რომელიც პასუხისმგებელ და დაინტერესებულ მხარეებს – სატყეო და ზედამხედველობის რეგიონული სამსახურების, გამგეობებისა და საკრებულოების, სამხარეო ადმინისტრაციების, ასევე ადგილობრივი საზოგადოებრივი, მედია და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია