დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იმ პირთა მოქალაქეობის საკითხი, რომელსაც ექსპრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა, არ გადაიხედება
ავტორი:
2014/აპრილი/03 22:00:02
პირებს, რომელთაც ყოფილმა პრეზიდენტმა გასული წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, მისი დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ . მუხლი, რომელიც ამის საფუძველს ქმნიდა, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტიდან ამოღებულია.
საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების კანონიერების დადგენა, თუმცა, როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდერე ბარამიძემ განაცხადა, შესაბამისი მუხლი პროექტიდან ამოღებულია.
"მუხლი, რომელმაც საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა, ამოღებულია. შესაბამისად, არავის მოქალაქეობა, ვიზეც უკვე მოქალაქეობა გაიცა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას", – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია