დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კულტურის მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე მარგიშვილი ასრულებს
ავტორი:
2014/მარტი/13 15:30:03
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობას ამ დროისთვის ალექსანდრე მარგიშვილი ასრულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს , მინისტრი გურამ ოდიშარია ერთთვიან შვებულებაში გავიდა, რა დროსაც მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს.
ამასთან, სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურამ ოდიშარია თანამდებობიდან გადადგა. მათივე მტკიცებით, ოდიშარია ერთი თვის შემდეგ შვებულებიდან გამოვა და უწყებაში მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია