დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი შოთაძე - საპარლამენტო უმცირესობა ყველანაირად ცდილობს აჟიოტაჟი გამოიწვიოს
ავტორი:
2014/აპრილი/03 17:00:03
შეუძლებელია ასეთ ფონზე მუშაობის გაგრძელება, რადგან საპარლამენტო უმცირესობა ყველანიარად ცდილობს აჟიოტაჟი გამოიწვიოს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შეწყვეტის შემდეგ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, კომიტეტის ხდომაზე, პროკურატურის წარმომადგენლებს ყველა კითხვაზე ჰქონდათ პასუხი, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, სხდომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
,,ფაქტია, რომ მათ არ აინტერესებთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რადგან იმის შესაძლებლობასაც არ იძლევიან, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვპასუხობთ, ისინი გადადიან სხვა კითხვებზე, ყვირიან, ჩხუბობენ, ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანს. შესაბამიასად, ეს არ არის სამუშაო პროცესი. აქ შეუძლებელია რეალური პასუხების გაცემაზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ .
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თათუხაშვილის საქმის განხილვა დღეისთვის შეწყდა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, "სხდომის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან მათ ამის საშუალებას ოპონენტები არ აძლევენ".
მისივე განმარტებით, კომიტეტი იმსჯელებს, რა ფორმატში გაგრძელდება აღნიშნული საქმის მოსმენა.
უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კი აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ გამოაქვეყნებს ყველა იმ კითხვას, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დღეს "პასუხი ვერ გასცა".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია