დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კოტე კუბლაშვილი - ფარულ მოსმენაზე შუამდგომლობები შემცირებულია, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსმენები არ ხდება
ავტორი:
2014/აპრილი/03 13:00:03
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევები თბილისში 3-ჯერ, რეგიონებში კი 9-ჯერ არის შემცირებული.
ამის შესახებ კოტე კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"2012 წელთან შედარებით, თბილისში მოსმენებთან დაკავშირებით შუამდგომლობის რაოდენობა მკვეთრად, 3-ჯერ შემცირებულია. რეგიონებში კიდევ უფრო შემცირებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 9-ჯერაც", - აღნიშნავს კუბლაშვილი.
რაც შეეხება შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქვეყანაში ფარული მოსმენები, ფაქტობრივად აღარ ხორციელდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მასზე დადებითი პასუხის გაცემა უჭირს.
"არა, ამას პირდაპირ ვერ ვიტყვით, ისე როგორც ვერ ვიტყვით იმას, რომ, რადგან გამამართლებელი განაჩენი ერთ პროცენტამდეა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობასთან გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას პირდაპირი კვეთა არავითარ შემთხვევაში არ აქვს. მაგალითად შვედეთში, ისრაელში, იაპონიაში და სხვაგანაც გამამართლებელი განაჩენი 1 % - 2 %-მდეა, თუმცა ამ ქვეყნებში სასამართლო ძალიან დამოუკიდებელ სისტემად ითვლება. როგორც გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა არ არის პირდაპირ დაკავშირებული სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, ასევე არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ნაკლები შუამდგომლობა შემოდის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით, მოსმენები არ ხდება. ესაა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ოფიციალურად შემოდის სასამართლოში. საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში ჩამოყალიბებული პრეზუმფციაა, რომ ოფიციალური მოსმენების გარდა, რაც სასამართლოდან შესაბამისი ნებართვის აღების საფუძველზე ხდება, სხვაგვარი მოსმენები არ ხორციელდება", - განმარტავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, 2013 წელს მკვეთრად შემცირებული იყო პროკურატურის მხრიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობათა რაოდენობაც, თუმცა 2014 წელს ხელისუფლებამ აღნიშული კუთხით მიდგომა გაამკაცრა.
"2013 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას ჰქონდა საკმაოდ ლიბერალური მიდგომა. საქმეების იმ კატეგორიაზე, რაზეც წინა ხელისუფლება სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით შემოდიოდა, ახალი ხელისუფლება გირაოს მოითხოვდა. ამიტომ, ძალიან დაბლა ჩამოვიდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამას დაემატა ის, რომ იმ საქმეების 7-8 პროცენტზეც, სადაც პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობით შემოდიოდა, თავად მოსამრათლეები უფარდებდნენ გირაოს. თუ 2012 წელს იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ აღმკვეთ ღონისძიებად, 42 პროცენტს შეადგენდა, 2013 წელს ეს რიცხვი - 27 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ უკვე 2014 წლიდან ხელისუფლებამ შედარებით გაამკაცრა მიდგომა და უფრო მეტ პატიმრობას ითხოვს, და ბოლო ორი თვის განმავლობაში წინასწარი პატიმრობა 35 პროცენტის შემთხვევაში იყო გამოყენებული", - აცხადებს კოტე კუბლაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

იხილეთ ბმული: მე უფრო მეტად დამოუკიდებელი სასამართლო მინდა




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია