დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - 51 ხმით შეგიძლიათ ნებისმიერ დეპუტატს შეუწყვიტოთ იმუნიტეტი
ავტორი:
2014/აპრილი/02 17:00:02
ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ "პარლამენტის გაცვედანების პოლიტიკა გრძელდება". ასე შეაფასა ბობოხიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და მისთვის ბრალის წაყენებას პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება. პროექტის მიხედვით, იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვლიდან, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, "პარლამენტის წევრი" ამოდის.
როგორც ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დეპუტატის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემას სულ 51 ხმა სჭირდება, უმრავლესობა კი ცვლილებებს მხოლოდ იმის გამო იღებს, რომ არ სურს როლანდ ახალაიას საქმეზე პასუხისმგებლობის აღება და ბიოგრაფიაში შავი ლაქის გაჩენა.
"როგორ საუბრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები როლანდ ახალაიასთან არაფერ შუაშია? თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა როლანდ ახალასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებას პირდაპირ უკავშირდება. იმისთვის, რომ პარლამენტის წევრზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, დეპუტატის დაპატიმრებას, ჩხრეკას პარლამენტმა თანხმობა მისცეს, ამას ჩვეულებრივი დადგენილება სჭირდება, რომელსაც დამსწრეთა უმრავლესობა იღებს, ოღონდ არანაკლებ 50 ხმისა, ანუ 51 ხმით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დეპუტატს შეუწყვიტოთ იმუნიტეტი და ნებისმიერი დეპუტატი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მაგრამ თქვენ იცით რა გინდათ? – გინდათ ის, რომ თქვენს ცხოვრებაში ბნელი ლაქა არ დარჩეს, რომ ხმა გაქვთ მიცემული როლანდ ახალაიას, აკაკი ბობოხიძისა და სხვების პასუხისგებაში მიცემაზე. არ ღირს, ბატონებო, ამის გაკეთება! 1990 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყველა პარლამენტის წევრი ვიყავი. ერთადერთი შემთხვევა, როცა დეპუტატი ძალიან მაგარი იყო, ეს იყო ზვიად გამსახურდიასდროინდელი პარლამენტი. ამის შემდეგ, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, პარლამენტის გაცვედანება მიდის - გრძელდება იგივე ხაზი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ პარლამენტის წევრებზე ზემოქმედების საშუალება ჰქონდეს არამხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს, არამედ რიგით პროკურორებსაც კი", – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სესიაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია