დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 12:00:05
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/margvelashvili_3c9d7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455930-giorgi-margvelashvilsa-da-opoziciur-partiebs-shoris-shekhvedra-savaraudod-dghes-gaimartheba.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება", "datePublished": "2017-10-05 08:00:02", "dateModified": "2017-10-05 08:00:02", "description": "საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის სამუშაო შეხვედრა ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/margvelashvili_3c9d7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო საკითხებზე სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრის ზუსტი დრო და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს აგრძელებს როგორც ოპოზიციათან, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია