დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლონეთში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ავტორი:
2014/აპრილი/02 14:00:03
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. გიორგი მარგველაშვილი და ბრონისლავ კომაროვსკი პოლონური და ქართული მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირისა და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს. მოგვიანებით, ბრონისლავ კომაროვსკი და ანა კომაროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას საპატივსაცემოდ სადილს გამართავენ. ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან. 3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.
პრეზიდენტთან ერთად, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ზურაბ აბაშიძე და ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.
გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია