დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს, 93 % კი - ჯარს
ავტორი:
2014/აპრილი/01 14:00:07
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს. ამავე კვლევის მიხედვით, ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1%, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 93% სანდო ინსტიტუციად ჯარს მიიჩნევს, 2% არ მიიჩნევს სანდოდ, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
ნდობის რეიტინგში მესამე პოზიციას, 84 %-ით ქართული მედია იკავებს, ქართულ მედიას არასანდო ინსტიტუციად 9% ასახელებს, ხოლო 7%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
პოლიციას სანდოდ გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, 10% არ მიიჩნევს, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს მთავრობას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 69 % ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 8%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს პარლამენტს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 68% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 7%-ს კი პასუხი არ აქვს.
კვლევის მიხედვით პრემიერ-მინისტრის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 67% ასახელებს, 16%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 17%-ს კი პასუხი არ აქვს.
პრეზიდენტის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 13%-ს კი პასუხი არ აქვს.
განათლების სისტემას სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 11%-ს კი პასუხი არ აქვს.
სასამართლოს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 23%-ს კი პასუხი არ აქვს.
ცენტრალურ საარჩვენო კომისიას სანდოდ გამოკითხულთა 50% ასახელებს, 19%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 31%-ს კი პასუხი არ აქვს.
საქართველოს პროკურატურას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 25%-ს კი პასუხი არ აქვს.
ეროვნულ ბანკს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, 35% არ მიიჩნევს, 19%-ს კი პასუხი არ აქვს.
ადგილობრივ თვითმმართველობას სანდოდ გამოკითხულთა 47% ასახელებს, 35%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 18%-ს კი პასუხი არ აქვს.
ომბუდსმენის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 46% ასახელებს, 20%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 34%-ს კი პასუხი არ აქვს.
პოლიტიკურ პარტიებს სანდოდ 37% მიიჩნევს, სანდოდ არ მიიჩნევს 44%, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს.
სანდოობის რეიტინგში ბოლო ადგილს გუბერნატორების ინსტიტუტი იკავებს. სანდოდ 32% ასახელებს, 36%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 32%-ს პასუხი არ აქვს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია