დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლიციის აკადემიას საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/03 11:30:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ენიჭება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით შსს-მ პარლამენტს უკვე მიმართა.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შს სამინისტროს ენიჭება უფლება აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს; განისაზღვრება შს სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის; აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო არ იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის არსებობა და ასე შემდეგ.
პროექტის თანახმად, საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია