დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - გარკვეული წვლილის, მსხვერპლის გარეშე ვერ მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაერთიანებს
ავტორი:
2014/აპრილი/01 12:30:02
ერთადერთი, რაზეც უმრავლესობა და უმცირესობა კამათობენ, არის საკითხი, ვინ უფრო პროევროპელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოს წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
"ჩვენი მზიანია, არა მხოლოდ, უზრუნველყოთ საქართველოს უსაფრთხოება, არამედ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უფრო უსაფრთო სამყაროს არსებობაში. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება მანამდეც, ვიდრე გავხდებით ნატო-ს წევრები. ჩვენ ვმონაწილეობთ ნატო-ს ღონისძიებებში ავღანეთში, მივიღეთ გადაწყვეტილება აფრიკაში ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. ეს გადაწყვეტილებები ერთობ მტკივნეულია და ხშირად ჩვენ გვიწევს ხოლმე პასუხების გაცემა ჩვენი მოსახლოებისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ამავე დროს ველოდებით გარკვეულ ღონისძიებებს, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დგას. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული წვლილის, გარკვეული მსხვერპლის გარეშე ვერ მივაღწევთ იმ მიზანს, რომელი მიზნებიც ჩვენ გვაერთიანებს", - განახცადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან მიმართებაში, უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიცია არის ერთიანი.
"ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვკამათობთ ხოლმე ამ საკითხებზე, ეს არის ვინ უფრო პროევროპული ან პრონატოელია, თორემ აქ აზრა სხვადასხვაობა საერთოდ არ არსებობს, რადგან ეს არის გადაწვეტილება, რომელიც მიღებულია ქართველი ხალხის მიერ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია