დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველის ანგარიში სხვადასხვა უწყების მიმართ 350-მდე რეკომენდაციას მოიცავს
ავტორი:
2018/აპრილი/30 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/lomjaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490544-sakhalkho-damcvelis-angarishi-skhvadaskhva-utsyebis-mimarth-350-mde-rekomendacias-moicavs.html", "headline": "სახალხო დამცველის ანგარიში სხვადასხვა უწყების მიმართ 350-მდე რეკომენდაციას მოიცავს", "datePublished": "2018-04-30 08:14:50", "dateModified": "2018-04-30 08:14:50", "description": "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში სახალხო დამცველის 2...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/lomjaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში სახალხო დამცველის 2017 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ანგარიშს უსმენენ. როგორც სახალხო დამცველმა ნიმო ლომჯარიამ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ქვეყანაში კვლავ რჩება პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლების მიმართულებით. მისივე თქმით, პრობლემები რჩება სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში.

"დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენ 2017 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რონელიც მოიცავს კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლების შესახებ ინფორმაციას - სად გვქონდა წინსვლა, სად რჩება პრობლემები და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, რეკომენდაციები უწყებების მიმართ. შევამცირეთ ანგარიშის მოცულობა, მაგრამ მწვავეა აქცენტები ადამიანის უფლებების მიმართულებით. ანგარიში მოიცავს დაახლოებით 350 რეკომენდაციას, რომელთა შესრულება მოუწევს ძალიან ბევრ უწყებას, ხოლო წლის ბოლოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს აქვს ვალდებულება წარმოადგინოს ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ",- განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, რეკომენცლდაციები ეხება საქართველოს მთავრობაში შემავალ თითქმის ყველა უწყებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სასამართლო სისტემას და სხვა საჯარო უწყებებს.

"რა თქმა უნდა, ანგარიშში მოხვდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, დაწყებული სიცოცხლის უფლებით, რომელშიც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვსაუბრობთ. ასევე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პრობლემატურობაზე, ასევე ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე და კანონმდებლობის პრობლემატურობაზე. ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე. გვაქვს სისტემური რემომენდაციები გაცემული საქართველოს პარლამენტის მიმართ რომ განხორციელდეს რეფორმა ამ მიმართულებით. ასევე ანგარიშში საუბარია ბავშვთა უფლებების, სოციალური მდგომარეობის, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებების შესახებ, ასევე, მიგრანტთა უფლებებზე. ვსაუბრობთ როგორც წინსვლაზე ასევე გამოწვევებზე. პოზიტიურად შეგვიძლია დავასახელოთ პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ სისტემაში არსებობს მრავალი ხარვეზი რაზეც რეკომენდაციებს გავცემთ ", - განაცხადა ლომჯარიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია