დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - 2008 წლის შემდეგ ყირიმი არის მორიგი მაგალითი, რომელზეც მსოფლიომ უნდა ისწავლოს
ავტორი:
2014/აპრილი/01 12:00:02
დემოკრატიულმა სამყარომ დღეს მეტად კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს ოკუპირება განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე, სახელწოდებით "ვილნიუსიდან რიგამდე -საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უსუფაშვილმა ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდეგ ეს არის მორიგი მაგალითი, რომელზეც მსოფლიომ უნდა ისწავლოს. დავით უსუფაშვილის თქმით, 2008 წლის შემდეგ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
"მსოფლიო ბევრად უფრო შეშფოთებულია უშიშროების საკითხებით, ვიდრე ოდესმე, ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში როდესაც არა მხოლოდ თეორიულ საკითხებზე გვექნება საუბარი, რამე რომ მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს, არამედ აბსოლუტურად კონკრეტულ საკითხებზე მოგვიწევს მსჯელობა. ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ იმ საკითხს, რომელიც ყველას გონებას იპყრობს. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცება, რაც არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. შეიძლება ძნელი პროგნოზირებადიც კი იყო, რომ ასეთი რამე მოხდებოდა 21-ე საუკენეში. საქართველოს შემთხვევა კარგი მაგალითი გახლდათ იმ მოვლენისთვის, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს. 2008 წელს განხორციელებულმა აგრესიამ უკვე გარკვეული განგაშის სიგნალები გაუშვა მთელს დემოკრატიულ სამყაროში. მეტად კონკრეტული ზომები უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების მიმართულებით, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს ოკუპირება განხორციელდა. ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები სამწუხაროდ. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ აქ კრახი და მარცხი განიცადა, იმიტომ რომ ის, რაც მაშინ მოხდა და რაც ახლა ხდება, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ორი მაგალითი გვაქვს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება და ალბათ, ეს მოგვცემს საკმარისს გაკვეთილებს, რათა უკეთესი, უსაფრთხო სამყარო დავგეგმოთ სამომავლოდ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია