დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"მეცხრე არხის" დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები ბიძინა ივანიშვილს პეტიციას გადასცემენ
ავტორი:
2014/მარტი/31 22:00:02
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში საქართველოს 9 ათასი მოქალაქის ხელმოწერას დატოვებენ, რომლებიც ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენას მხარდაჭერას უცხადებენ.
"ხელმოწერების შეგროვება სპონტანური გამოკითხვით დედაქალაქში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის განმავლობაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფის ცნობით, ყოველგვარი სარეკლამო აქტივობის გარეშე მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეები აქტიურობდნენ სოციალურ ქსელ "ფეისბუქშიც", სადაც გვერდს "დაუბრუნეთ მეცხრე არხი მაყურებელს" 6000 -მდე მოწონება აქვს", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებში.
მათივე განცხადებით, 1-ელ აპრილს პეტიციის წარდგენა სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, რადგან პირველად "მეცხრე არხმა" 2004 წლის 1-ელ აპრილს შეაჩერა მაუწყებლობა.
"მეცხრე არხის" 150-მდე ყოფილმა თანამშრომელმა ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართა.Yყოფილი "მეცხრე არხელები" ივანიშვილთან შეხვედრასა და მისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას ითხოვენ. "მეცხრე არხის" თანამშრომლების აზრით, ტელეკომპანიის ხელახლა ამუშავების შემთხვევაში არხი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციას შეასრულებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია