დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისს ხვალ ყატარის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა
ავტორი:
2014/მარტი/31 20:30:02
თბილისს ხვალ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით ყატარის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოში ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს 1-4 აპრილს უმასპინძლებს. დელეგაციას ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Aლ Bაიდა Gროუპ-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი უხელმძღვანელებს.
დელეგაცია 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლისგან შედგება ისეთი ბიზნეს სექტორებიდან, როგორებიცაა: ტურიზმი და უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, საბანკო-საფინანსო და სხვ. საქართველოში ისინი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა შესწავლის მიზნით ჩამოდიან.
ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შემდეგ დელეგაციის წევრებს ექნებათ საქმიანი შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ყატარელ ბიზნესმენებს ასევე შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
ვიზიტის ფარგლებში, ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ორმხრივ B2B შეხვედრებს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ სხვადასხვა ქართულ საწარმოებს, როგორებიცაა "ბარამბო" და "კულა", სადაც გაეცნობიან საქართველოში საკვების წარმოება/გადამუშავების სექტორში წარმატებულ კომპანიებს. ვიზიტის დასრულებისას დელეგაციის წევრები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია