დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/28 19:00:02
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინისა და ISIS-ის თემები განიხილეს, - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩემ თურქ კოლეგასთან ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების გაღრმავების საკითხებზე, იმ წამოწყებული პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც რეალურად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია უკრაინასთან მიმართებაში და ISIS-ის (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) თემებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მხარეები სამომავლო კოორდინაციასა და თანამშორმლობაზე შეთანხმდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია