დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მოქალაქეები City Unity College-ში 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
ავტორი:
2014/მარტი/30 14:00:03
საქართველოსა და CITY UNIT COLLEGE-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში დავით ბაქრაძემ და ათენში მოქმედმა City Unity College-ის პრეზიდენტმა ჰარი გერონიკოლასმა მოაწერეს.
მემორანდუმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ City Unity College-ში სწავლისას ისარგებლონ 40 პროცენტიანი ფასდაკლებით. შეთანხმება ვრცელდება, როგორც უმაღლესი, ასევე, ტექნიკური ხასიათის განათლების მიღებისას.
ზემოაღნიშნული კოლეჯი საბერძნეთში აკრედიტებულ პროფესიულ უმაღლეს (higher education) სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. იგი სტუდენტური გაცვლითი პროგრამებით კარდიფის მეტროპოლიტან, ლივერპულის ჯონ მურის, სიეტლის სითისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებთან აქტიურად თანამშრომლობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია