დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - გიგი უგულავა ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა და მორატორიუმი, რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედებდა
ავტორი:
2014/ივლისი/23 15:30:02
გიგი უგულავა ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას და ამ შემთხვევაში მორატორიუმი, რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი.
"პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი იყო პოლიტიკურად კეთილი ჟესტი. ეს არსად არ წერია კანონში და შესაბამისად, პრემიერს არ ევალებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მან ეს გააკეთა. ეს კარგი ნაბიჯი იყო და ძალიან ბევრ რამეში საარჩევნო გარემო გააუმჯობესა. თუმცა, თუ ვინმემ და ვინმემ სახელად უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და დღე ერთი იყო და ორჯერ იმყოფებოდა აეროპორტში და ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას, რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა. მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი, ამიტომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ უგულავამ პასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით იმ ქმედებებისთვის, რაც მას დაუდგინდება, რომ აქვს ჩადენილი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი და სასამართლო თავად განსჯის რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა.
"გაიმართება სასამართლო. სასამართლო დამოუკიდებელია, იმედი მაქვს რომ პროკურატურა იქნება აღჭურვილი ძლიერი მტკიცებულებებით და დამოუკიდებელი სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" განაცხადა, რომ არ იყო სასიამოვნო, როცა გიგი უგულავას დაკავება მაინც და მაინც გამოცხადებული მორატორიუმის დროს მოხდა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია