დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში იმყოფებოდა
ავტორი:
2014/მარტი/29 18:00:07
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქში იმყოფებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ციხელაშვილი ახალქალაქს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან ერთად ეწვია.
ქეთევან ციხელაშვილი ორგანიზაციის "ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისთვის" ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული ოფისების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გამგეობის შენობაში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ახალციხის ოფისის ხელმძღვანელმა თინათინ აკოფიანმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი.
მისივე განცხადებით, ორგანიზაცია მსურველებს უფასოდ შეასწავლის ქართულ და ინგლისურ ენებს, კომპიუტერთან მუშაობას და უწევს იურუდიულ კონსულტაციას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა.
"სახელმწიფო ენის ცოდნა წარმატების საწინდარია. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, რათა მათ მომავალში სწავლის გაგრძელება ევროპაშიც შეძლონ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ყველა მოქალაქეს გაეხსნება გზა ევროპისკენ", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ეთნიკური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმაც. მან აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ახალქალაქში კინოთეატრი გაიხსნება, ხოლო რეგიონის სამი ქალაქი ფოლკლორულ ინსტრუმენტებს მიიღებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შორის საგაზაფხულო პროექტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის ბოლოს ადგილობრივმა საბავშვო კოლექტივებმა ქართული და სომხური ნაციონალური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს და ინგლისურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია